2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, თამაშებში 97 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში 4 სპორტსმენია. ქვიშის ჭიდაობაში მედლებისთვის ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დათო მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) იბრძოლებენ. მოჭიდავეთა ნაკრები შეჯიბრებაში 14 ოქტომბერს ჩაერთვება.

„ქვიშის თამაშების გახსნას დოჰას კულტურულ ცენტრში მდებარე ამფითეატრმა უმასპინძლა. ორგანიზატორებმა მაყურებელს კატარის კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს. ქვიშის თამაშები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ეგიდით ტარდება.

საქართველოს დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს. მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები – „კატარი 2019“ 16 ოქტომბერს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Please follow and like us: