როცა საქმე ჯანმრთელობასა და ორგანიზმის სიჯანსაღეს ეხება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, კონკრეტულ შემთხვევაში რა ნაბიჯების გადადგმაა სწორი. საჭიროა, პროფესიონალებს მივმართოთ კონსულტაციებისა და რეკომენდაციებისთვის, რომ საკუთარ თავზე მოვირგოთ ესა თუ ის მოცემულობა.
დღევანდელ საუკუნეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი მოიხმარს კონტაქტურ ლინზებს. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად სწორად და სუფთად მიმდინარეობს ეს პროცესი. აღნიშნული საკითხის ირგვლივ „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ოფთალმოლოგი ნინო თხელიძე პასუხობს.
რა უპირატესობები აქვს კონტაქტურ ლინზას სათვალესთან შედარებით?
კონტაქტური ლინზა რეფრაქციული მანკების კორექციის უკვე გამოცდილი და ერთ- ერთი საუკეთესო საშუალებაა. კონტაქტური ლინზებს აქვს გარკვეული უპირატესობები, ვინაიდან იგი მოთავსებულია უშუალოდ თვალის ზედაპირზე, იძლევა მხედველობის უკეთეს ხარისხს პერიფერიული მხედველობის შეზღუდვის გარეშე. განსაკუთრების მოხერხებულია კონტაქტური ლინზები მძღოლებისა და სპორტით დაკავებული პირებისთვის. ლინზების გამოყენება კომფორტულია მაღალი ხარისის მიოპიის ( ახლომხედველობის), ჰიპერემტროპიის ( შორსმხეველობის), ასტიგმატზიმის შემთხვევაშიც, რადგან იძლევა საშულებას მივიღოთ მაღალი მხედველობა სქელლინზებიანი და მძიმე სათვალის გარეშე. სურვილის შემთხვევაში, ერთდროულად შესაძლებელია თვალის ფერის შეცვლა და მხედველობის კორექცია.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნო რომ როგორც სათვალის, ასევე კონტაქტური ლინზების გამოყენებას აქვე თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ რომელია უკეთესი, დამოკიდებულია ცხოვრების ინდივიდურ წესსა და რიტმზე, ბიუჯეტზე, ესთეთიკაზე, იმიჯზე დ.ა.შ.
გადაწვეტილების მიღებისას, ასევე, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია თვალისა და ზოგადი დაავადებების არსებობა, ამიტომ სასურველი და შესაბამისი კორექციის სახის შერჩვეა უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმთან ერთად.
ძირითადად, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები მისი გამოყენებისას?
ერთ-ერთ ყველაზე ხშირ შეცდომას წარმოადგენს ტარების ვადის დარღვევა, ანუ გეგმური ლინზების შემთხვევაში მათი გამოყენება რეკომენდებულ პერიოდზე უფრო ხანგრძლივად, მაგ: გეგმური ერთთვიანი ლინზების მოხმარება ერთი თვის შემდეგაც. ასევე, ხმარების რეჟიმის დარღვევა, მაგ: ძილი დღის რეჟიმის ლინზებში. გვხვდება ლინზების შენახვისა და მოვლის წესების დარღვევა, მათი კონტაქტი წყალთან – შენახვისას, დუშის მიღებისას ან გამოყენება აუზში ცურვისას, კონტეინერისა და სითხის რეკომენდებულ ვადაზე ხანგრძლივი მოხმარება, ლინზების ტარებისას ოფთალმოლოგთან გეგმური შემოწმების უგულებელყოფა და ა.შ. ყველა ზემოჩამოთვილი ზრდის ინფექციების განვითარების რისკს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, მხედველობის დაქვეითების მიზეზი გახდეს.
რა ძირითად რჩევებს გამოყოფდით მათი მომხმარებლებისთვის?
კონტაქტური ლინზების შერჩევა უნდა მოხდეს პროფესიონალის, ანუ ოფთალმოლოგის ან ოპტომეტრისტის მიერ, რომელიც აგიხსნით და გაგაცნობთ კონტაქტური ლინზების მოხმარებისა და ტარების წესებს.
კონტაქური ლინზების უსაფრთხო მოხმარებისთვის საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა – ხელის დაბანა და შემდეგ გაშრობა ლინზებთან ყოველი კონტაქტის წინ. აუცილებებია ხმარების რეჟიმის, ტარების ვადის, ლინზების შენახვისა და წმენდის რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება. დაუშვებელია ლინზების კონტაქტი წყალთან, მაკიაჟის მოყვარულებმა კონტაქური ლინზები უნდა ჩაისვან მაკიაჟის გაკეთებამდე და ამოიღონ მაკიაჟის მოცილებამდე. კონტაქტური ლინზების მატარებლებისათვის მნიშვნელოვანია თვალის დატენიანებაც.
და ბოლოს, რა შემთხვევაში არის მიუღებელი მათი გამოყენება?
ლინზების მატარებლებმა დროებით უარი უნდა თქვან კონტაქტური ლინზების მოხმარებაზე გაციების ან გრიპის შემთხვევაში, უნდა გამოიყენონ სათვალე და დაელოდონ გამოჯანმრთელებას.
ასევე, თუ მათ შეამჩნიეს ან შეაწუხათ თვალის სიწითლემ, უცხო სხეულის შეგრძნებამ, სინათლეზე მომატებულმა მგრძნობელობამ, მხედველობის დაქვეითებამ, გამონადენმა თვალიდან – დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე