2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა.

უფრო კონკრეტულად, ცენტრის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ბოლოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, რეგისტრირებული იყო ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76 508 შემთხვევა, სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით კი აღრიცხულია 4 859 ადამიანი.

Please follow and like us: