ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე დიდი მთა ცხენით დალაშქრა. KCNA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი თეთრ ცხენზე ამხედრებული თოვლით დაფარულ მთა პექტუსანზე დაჯირითობს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კიმ ჩენ ინი 2 750 მეტრის სიმაღლის მთაზე ადის. BBC-ის ინფორმაციით, მსგავს ჟესტს ყოველთვის მოსდევს მნიშვნელოვანი განცხადებები.

მთა პექტუსანს დიდი როლი უჭირავს ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებაში. ის ჩრდილოეთ კორეის გერბზეც არის გამოსახული და კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის სამშობლოდ მიიჩნევა.

“მთა პექტუსანზე მისი ლაშქრობა კორეის რევოლუციის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა”, — წერს KCNA.

2017 წელს კიმ ჩენ ინმა მთა მოინახულა საახალწლო მიმართვამდე რამდენიმე კვირით ადრე, სადაც მან სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის დათბობაზე ისაუბრა.

Please follow and like us: