ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა “აქსელი” ფუძნდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ, „აქსელი“ ისეთივე ტაქსის გამოძახების სერვისი იქნება, როგორიც მაგალითად, ტაქსი „მაქსიმი“, My Taxi, „თბილისი ტაქსი“, „იანდექსი“ და სხვა, რომლებიც საქართველოში გამოძახებით მუშაობენ.

ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ აგლაძის თქმით, “აქსელის” შექმნის მიზანი ტაქსის მძღოლებისთვის, უფრო მოქნილი და ფინანსურად მომგებიანი სამუშაო პირობების შექმნაა და ფიქრობს, რომ აღნიშნული სერვისით განსაკუთრებით B კატეგორიის ტაქსის მძღოლები დაინტერესდებიან.

ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის “აქსელის” დაფუძნებას ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი რიჩარდ ყურაშვილი აპირებს. მისი თქმით, “აქსელი” ნულოვანი მოგების მიზნით ფუძნდება და პირველ ჯერზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს.

Please follow and like us: