18 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

თბილისის მერიამ პარასპორტის განვითარების ცენტრისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა დედაქალაქში პარასპორტის განვითარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამი ადაპტირებული მიკროავტობუსის შესაძენად მერიამ დაახლოებით, 410 ათასი ლარი გამოყო.

„პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ამ ცენტრის გახსნამ ხელი შეუწყო პარასპორტსმენთა წარმატებებს, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენ ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ გამოვყავით დაახლოებით, 410 ათასი ლარი, რათა პარასპორტსმენებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონოდათ და  შევისყიდეთ სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რითაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილებას შეძლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯამში, აღნიშნულ ცენტრს შვიდი ადაპტირებული მიკროავტობუსი ემსახურება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარასპორტსმენებისთვის თანადგომა მნიშვნელოვანია, რადგან მათ თავიანთი შრომით ქვეყნისთვის წარმატებები მოაქვთ.

Please follow and like us: