2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 70 000 ლარამდე ბიუჯეტია განსაზღვრული. დაგეგმილია სასახლის ვიტრინებითა და სხვა ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა და შერჩეული საექსპოზიციო მასალის გამოფენა. ექსპოზიცია 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს დასრულდა სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემდგომში, ასევე, დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის სრული რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

აღსანიშნავია, რომ დადიანების სასახლეში სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი – მათ შორის რესტავრირდა მუზეუმში დაცული ექსპონატები, დაიბეჭდა მუზეუმის გზამკვლევი და ჩატარდა შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

Please follow and like us: