მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ქართველი ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ჩვენი ქვეყნისთვის მედლის მოპოვებას შეეცდება. იგი საკუთარ წონაში პირველ ნომრად არის განთესილი და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, 66 კგ წონით კატეგორიაში, ორმა ქართველმა ძიუდოისტმა – გიორგი თუთაშვილმა და ლუკა კაპანაძემ წარუმატებლად იასპარეზეს.

მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი ასეთია:

17 ოქტომბერი – ქალები -57კგ.-63კგ, მამაკაცები -73კგ. დასაწყისი 12:30, ფინალური ბლოკი 19:00.
18 ოქტომბერი – ქალები -70კგ. მამაკაცები -81კგ.-90კგ. დასაწყისი 13:30, ფინალური ბლოკი 19:00.
19 ოქტომბერი – ქალები -78კგ, +78კგ. მამაკაცები -100კგ, +100კგ. დასაწყისი 13:30, ფინალური ბლოკი 19:00.
20 ოქტომბერი – გუნდური შეჯიბრი, დასაწყისი 15:30, ფინალური ბლოკი 19:00.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-81კგ – ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი,
-90კგ – ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური,
-100კგ – ილია სულამანიძე,
+100კგ – გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი,
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ – მარიამ ჭანტურია,
+78კგ – სალომე მაყიშვილი.

Please follow and like us: