საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე – ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.

ერთად საქართველოსთვის!“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Please follow and like us: