საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადნახევარია, ავრცელებენ ერთსა და იმავე განცხადებას, თუმცა მათ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ მისი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით.

„ამას აკეთებენ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ“,- განუცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს დიპლომთან დაკავშირებულ კითხვაზე.

შალვა თადუმაძემ ჟურნალისტების კითხვებს პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე უპასუხა.

Please follow and like us: