19 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხუთშაბათს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც მიიღეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსკოვი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „ერთ-ერთ უკრაინულ სქიზმატურ დაჯგუფებად“ მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ ის საეკლესიო მოღვაწეები, ვინც მათთან ევქარისტიულ კავშირში იქნებიან, ასევე ჩაითვლებიან სქიზმატებად (განხეთქილების შემტანებად), ამ შემთხვევაში კი მთავარეპისკოპოსი იერონიმეც.

ბერძნულმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია რამდენიმე დღის წინ აღიარა, რის გამოც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბერძნულ ეკლესიაზე ზეწოლაში სდებს ბრალს.

რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მსოფლიო საპატრიარქომ კიევის პატრიარქ ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გამოაცხადა, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმა შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აღიარებს, რომელიც მისი ავტონომიური ნაწილია.

Please follow and like us: