ჭიათურაში, მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა დარკვეთის მაღაროში მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას პროფკავშირების წარმომადგენლები ადასტურებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულია დაახლოებით, 25 წლის ბიჭი. ჯერჯერობით, უცნობია თუ რამ გამოიწვია შემთხვევა.

„ამ წუთას გადაასვენეს დაღუპული, ახლა აქ ვიმყოფები. ჯერ დეტალები არ ვიცით“, – განუცხადა bm.ge-ის ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელმა პაატა სამხარაძემ.

Please follow and like us: