ჭიათურის პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, დარკვეთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მუშის მხრიდან დაშვებული გადაცდომა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიის“ თანამშრომელი გაგა ბოჭორიშვილი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოჰყვა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიის“ წარმომადგენლის აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, მომხდარი შემთხვევის მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუმცა მისი თქმით უბედური შემთხვევა არ უკავშირდება მაღაროში არსებულ მთავარ რისკს, რაც არის კედლებისა და მიწის ჩამოშლა.

29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დარკვეთის მაღაროში ორი წლის წინ დასაქმდა.

მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სისხლის სამართლის საქმე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

Please follow and like us: