პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს, ამიტომ, მისი კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება. ასე უპასუხა თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, არასამთავრობოების რეკომენდაციაა, რომ შეჩერდეს თადუმაძის კანდიდატურის განხილვა, ვიდრე არ გაირკვევა მისი დიპლომის საკითხი.

„ბატონი თადუმაძის კანდიდატურა უკვე იყო მოსმენილი კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისად, ვერ შეჩერდება. რაც შეეხება კანდიდატების კენჭისყრას, კენჭისყრამდე, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს. ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაინტერესებულია და აუცილებლად, მიიღებენ პასუხებს კითხვებზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Please follow and like us: