4 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
18 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
19 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო CNBC -ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, მას „მშვიდობა ურჩევნია“.

„ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ თურქეთის შეჭრა სირიაში მოხდა ტრამპის სურვილის საწინააღმდეგ და რომ შეერთებულმა შტატებმა ანკარასთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა შეამციროს რისკი იმ ადამიანებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა „თითქოსდა მიატოვა“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ. ანკარა რეგიონში სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა, რომელიც მიზნად ისახავდა სასაზღვრო ზოლის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდას და ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას.

Please follow and like us: