26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ასევე იქნება ყველის კერძების მომზადება.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები,მოწვეული მომღერლები და დიჯეი. ფესტივალის დასკვნით ნაწილში კიბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება.
მეღვინეობისა და საფესტივალო ქალაქი გურჯაანი ამგვარ ფესტივალს პირველად მასპინძლობს და სტუმრებს ახტალას პარკში, 10 საათიდან მიიღებს.