ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. ამის შესახებ სემეკის ახალმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, ნარმანია ამის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის, 2020 წლის ბოლოს, ამის საჭიროება დადგეს. რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ევროპულ სისტემას ვუახლოვდებით. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი, კომერციულთან შედრებით უფრო დაბალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება”- განცხადა ნარმანიამ.

Please follow and like us: