რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დასძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა თავი აკვრაშიც გამოიჩინა. ბერდელიძემ 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!
ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა იზეიმა.
დღესვე 67 კილში საქართველოს სახელით გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.
ქართველი ძალოსანის გამოსვლა 17:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების წევრების განრიგი:
67 კგ. – გოგა ჩხეიძე – 22 ოქტომბერი 17:30 სთ.
81 კგ. – ბელგარ სოლომონიძე – 24 ოქტომბერი 10:30 სთ
81 კგ. – ლომია თებიძე – 24 ოქტომბერი – 16:00სთ
89 კგ. – ედუარდ კაკაბაძე- 24 ოქტომბერი 12:30 სთ
89 კგ. – რევაზ დავითაძე – 25 ოქტომბერი 13:00 სთ
96 კგ. – ანტონ პლესნოი – 25 ოქტომბერი 17:30 სთ
96 კგ. – ირაკლი გობეჯიშვილი – 25 ოქტომბერი 20:00 სთ
96 კგ. – ზაზა ლომთაძე – 25 ოქტომბერი 20:00 სთ
109 კგ. – აკაკი ტალახაძე – 26 ოქტომბერი 17:30 სთ
+109 კგ. – თორნიკე ტაბატაძე – 26 ოქტომბერი 20:00 სთ
+109 კგ. – გიორგი ჩხეიძე – 27 ოქტომბერი 15:30 სთ.