იაპონიაში ქრიზანთემის ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ოფიციალურად ასვლის აღსანიშნავად წვრილმანი დანაშაულისთვის გასამართლებული 500 000-ზე მეტი პირი შეიწყალეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო გაასამართლეს. 59 წლის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო 30 აპრილს გადადგა. ასეთი რამ ქვეყნის ისტორიაში 200 წელიწადზე მეტია არ მომხდარა.

Please follow and like us: