შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდა 2 ნოემბერს დაიწყება. საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირების მონაწილე აპლიკანტებს კი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე დღეიდან შეუძლიათ ვებგვერდიდან: online.naec.ge.
ბარათზე მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დროა მითითებული.
ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4). ეს საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ყველა აპლიკანტის საშვი იქნება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა გამოცდების დასრულებამდე ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.
ტესტირება 8 ნოემბერს დასრულდება.