საქართველოს ეროვნული მუზეუმი უშგულელი მხატვრისა და მწერლის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

უშგულელი უნიკალური მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელი ბევრისთვის, ალბათ, სრულიად უცნობია, თუმცა, მას კარგად იცნობენ ის ქართველები და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან უშგულში და სვანი მხატვრის ნამუშევრები უნახავთ.

“მასზე ბევრჯერ დაუწერიათ უცხოელებს, ბევრი სიუჟეტი მიუძღვნიათ საქართველოშიც, რადგან ძნელია, ნახო და არ გაოცდე, არ აღფრთოვანდე სვანეთის ერთი პატარა სოფლის პატარა სახლში გამოკეტილი ამ გენიალურობით”, – წერია ფრიდონ ნიჟარაძის გამოფენის შესახებ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა ორ ნოემბერს გაიხსნება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

Please follow and like us: