ჩვენთვის ცნობილია, რომ სოციალური ქსელი დღესდღეობით მთელ მსოფლიოსაა მოდებული. 2020 წლისთვის კი, როგორც ელონ მასკმა თქვა ინტერნეტი მალე მთელ მსოფლიოს ექნება და შესაბამისად სოციალური ქსელის ზეგავლენის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე, კულტურის, მოდის, პოლიტიკისა და კიდევ უამრავი სოციალური თუ ეკონომიკური პროცესის შეცვლაზე. სოციალურმა ქსელმა გამოიწვია საპროტესტო აქციები ახლო აღმოსავლეთში, ე.წ. „არაბული გაზაფხული“, სოციალური ქსელით გახდა ცნობილი აშშ-ს 44-ე, პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

სწორედ, სოციალური ქსელის, კერძოდ,Twitter-ის საშუალებით მიაღწია სასურველ შედეგს აშშ-ს 45-ე საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა. მისმა აქტიურმა სოციალურმა კამპანიამ გაამართლა და ტრამპმა წინასწარი მონაცემებით გამარჯვებულ, ჰილარი კლინტონს  ხმათა უმრავლესობით აჯობა.

დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც არ გაჩერებულა. იგი ხშირად გამოხატავს თავის აზრზს Twitter-ზე „ტვიტების“ საშუალებით. მის რამდენიმე „ტვიტს“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.  უმეტეს შემთხვევაში, მისი თამამი პოსტებით ხალხი კმაყოფილი და ნასიამოვნები არ რჩება.

20 ოქტომბერს ტრამპმა მის ყოფილ მოწინააღმდეგეს, ჰილარი კლინტონს შეშლილი უწოდა. “ჰილარი შეიშალა”- ზუსტად ამ სიტყვებით იწყებოდა მისი ბოლოდროინდელი „ტვიტი“.  მის განცხადებას არაეთიკური უწოდეს, თანაც გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს, დემოკრატიის დედა სახელმწიფოს, პრეზიდენტია. მის აზრზს კი მთელი მსოფლიო აქცევს ყურადღებას.

ერთ-ერთი ყველაზე  გახმაურებული „ტვიტი“ პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს ეხებოდა. „მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას მართავს დიდებულ შტატში – პენსილვანიაში.“-წერს ტრამპი Twitter-ზე. ამ „ტვიტმა“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოშიც, რადგან პოსტი საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  გააზიარა, რაც ქართულმა ოპოზიციამ ნეგატიურად შეაფასა და პრეზიდენტი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვაში დაადანაშაულა. სალომე ზურაბილშვილის ადმინისტაციამ კი განაცხადა, რომ სავარაუდოდ პრეზიდენტის ოფიცალური გვერდი ჰაკერების თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

ტრამპს დაბლოკილი ჰყავს რამდენიმე მომხმარებელი საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირების გამო, მათ შორისაა ცნობილი მწერალი სტივენ კინგი. ინფორმაცია ამის შესახებ თავად კინგმა გამოაქყევნა კვლავ Twitter-ის საშუალებით. მწერალმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ ამის გამო შესაძლოა მას თავი მოეკლა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ნიუ-ორკის რაიონულმა სასამართლომ  მომხმარებლების დაბლოკვა აუკრძალა. მოსამართლემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის Twitter-ი საზოგადოებრივი პლატფორმაა და მიუღებელი მოსაზრებების გამო მოქალაქეებისთვის იქ წვდომის უფლების შეზღუდვა პირველ შესწორებას ეწინააღმდეგება. მოსამართლემ დონალდ ტრამპის საქციელს არაკონსტიტუციური უწოდა.

წარმოვიდგინოთ, რომ დონალდ ტრამპი რუსული სოციალური ქსელის Одноклассники.Ru-ს მომხარებელია, სავარაუდოდ ხშირად შეგხვდებოდა მსგავსი სახის ახალი ამბები „ყვითელ“ მედიაში: „დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს ფოტოზე 2 ქულა დაუწერა, ხოლო მელანია ტრამპს +5“. ანდაც, „დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის პროფილს ხშირად სტუმრობს“. საბედნიეროდ, გარკვეული მიზეზების გამო ეს არასოდეს  მოხდება.

ავტორი: თორნიკე ჭიტაძე

 

Please follow and like us: