19 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში, რომელიც არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის მიერ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის მისამართით გაკეთებულ კომენტარს ეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფაქტი უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

“ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.
მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე.”

შეგახსენებთ, არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა ანიტა რაჭველის მიერ ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“.

Please follow and like us: