ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პერიოდულად სხვადასხვა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან იმართება, მაგრამ შეხვედრა, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს არ შემდგარა.

,,ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატში შეხვედრები ხდება და ეს ძალიან ბუნებრივია, მით უმეტეს კონსტიტუციური შეთანხმებით ვალდებულებაც გვაქვს, რომ ვითანამშრომლოთ და კომუნიკაცია იყოს ჩვენ შორის. სხვადასხვა დროს სხავადასხვა ფორმატში შეხვედრები სასულიერო პირებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე. წარმოუდგენელია ვთქვათ, რომ არ არსებობს კომუნიკაცია მღდელმთავრებსა და ხელისუფლებას შორის“, -განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Please follow and like us: