აუცილებელია სინოდის სხდომის ჩანიშვნა, ბევრი კითხვაა დაგროვილი და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, რადგან მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა,- ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა განაცხადა, რითაც მეუფე იაკობის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მან არაფერი იცოდა, ასევე მეუფე მელიქისედეკისთვის გაუგებარია, რატომ იყო საკითხის გარშემო ამ დრომდე დუმილი.

„უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სინოდის სხდომის ჩანიშვნა. ეს დამოკიდებულია უწმინდესზე, როდის გადაწყვეტს სინოდის სხდომის ჩანიშვნას. აქედან გამომდინარე, კითხვები ბევრია დაგროვილი და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, რადგან მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა ყველა. გვინდა პასუხები გავიგოთ, რა ხდება. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. თუ ეს ხდებოდა, რატომ იყო აქამდე დუმილი, არ ვიცი და ბევრი კითხვებია“,-აცხადებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

ცნობისთვის, მეუფე იაკობი ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალდებებს უყენებს. მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

Please follow and like us: