იტალიელი მხატვრის, ჩიმაბუეს (ნამდვილი სახელი ჩენი დი პეპო) ნამუშევარი პარიზში გამართულ აუქციონზე 24 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutcshe Welle ავრცელებს.

ნახატი სახელწოდებით “ქრისტეს დაცინვა” 90 წლის ფრანგი ქალის სამზარეულოში სექტემბერში აღმოაჩინეს, ის მაშინ 4-დან 6 მილიონ ევრომდე შეფასდა, თუმცა აუქციონზე ის 24 მილიონ ევროდ გაიყიდა.

აუქციონის სახლმა Acteon-მა შედევრის ახალი მფლობელის ვინაობა არ გაამხილა.

ჩიმაბუე ცნობილია როგორც რენესანსის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ნახატის სავარაუდოდ შესრულებულია 1280 წელს.

წყარო : imedinews.ge

Please follow and like us: