პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი თანამდებობას ტოვებს.
“მოსული ვიყავი სპეციალურად იმისთვის რომ პატრიარქი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება რომ გადავდგე ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე. ვრჩები ეპარქიაში. მრევლსა და ერს ყველას ერთად გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,”- აღნიშნა მეუფე იაკობმა.