2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მირზა სხულუხია (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) ფინალში იაპარეზებენ.

სხულუხიამ ნახევარფინალში უკრაინელი სპორტსმენი 9:5 დაამარცხა, ხოლო გაფრინდაშვილმა ფინალში გასასვლელად თურქ მოჭიდავეს 10-6 სძლია.

კიდევ ორი ქართველი, ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებენ ბრინჯაოს მედლებისათვის ბრძოლას.

ფინალები 21:00 საათზე დაიწყება.

დღესვე, 23-წლამდელთა პირველობაზე, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს კიდევ ხუთი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გამართავს.

ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზებენ:

თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ).

დღეს ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის დაპირისპირებები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

Please follow and like us: