1 დღის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
1 კვირის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, მასობრივი კიბერთავდასხმის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჯავახაძემ განმარტა, შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიების საგანია მათ შორის წყაროც, საიდანაც კიბერშეტევა მომდინარეობს.

„კიბერდანაშაული მსოფლიო დანაშაულია და ეს გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მსგავსი დანაშაულები სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებშიც ხდება. ჩვენ გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ამ ეტაპზე ახალს ვერაფერს მოგახსენებთ”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გუშინ კიბერშეტევა განხორციელდა რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე: ოფიციალურ გვერდებზე ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით “I’ll be Back” (“დავბრუნდები”).

Please follow and like us: