აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰელოუნის სტუდენტურ წვეულებაზე ზოგიერთი სტუდენტი კუ კლუქს კლანის წევრებისა და ადოლფ ჰიტლერის ფორმებით მივიდნენ. მათი ფოტოები უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ფოტოებზწე ჩანს, რომ რამდენიმე სტუდენტი “ჰიტლერთან ერთად” ერთად ნაცისტურ მისალმებასაც აკეთებს, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში დანაშაულად მიიჩნევა.

უნივერსიტეტის ფეისბუქზე კუ კლუქლ კლანელების გამოჩენას კრიტიკა მოჰყვა. კუ კლუქს კლანელები აშშ-ში თეთრკანიანების უპირატესობის მოთხოვნით გამოდიან. ამ რასისტულ მოძრაობას უკავშირდება ლინჩით წესით გასამართლება. გარდა ამისა, ამ გაერთიანებას უკავშირდება ფერადკანიანი ადამიანების დევნა და მკვლელობა.

წყარო :on.ge

Please follow and like us: