ზოგადად, გაუგებარია მეუფე იაკობის ეს განცხადებები რას ემსახურება და რატომ კეთდება, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მეუფე იაკობის განცხადებას, რომელიც ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებს ეხება.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, “დეტალებში შესვლა არ უნდა”.

“არავინ ადასტურებს იმას, რა განცხადებებიც მეუფემ გააკეთა. ასე რომ, გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება. არ მინდა დეტალებში შესვლა ამ თემაზე. ზოგადად, გაუგებარია ეს განცხადებები რას ემსახურება, რატომ კეთდება”, – აღნიშნა მერმა.

შეგახსენებთ, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. გუშინ კი მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

Please follow and like us: