ნეპალელმა ალპინისტმა და ბრიტანული არმიის ყოფილმა ოფიცერმა, ნირმალ პურჯამ ექვს თვეში მსოფლიოს უმაღლესი 14 მწვერვალი დალაშქრა.

ამ შედეგით ნირმალ პურჯამ აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა.

ბოლო მწვერვალი, რომელიც ნეპალელმა დალაშქრა ჩინეთში მდებარეობს და შიშაპანგმა ეწოდება. მისი სიმაღლე 8027 მეტრია და პლანეტის მე-14 უმაღლესი მწვერვალია.

რეკორდსმენი მთამსვლელი 36 წლის არის. ადრე დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებში მსახურობდა და (2009 წელს) წლის საუკეთესო ჯარისკაცის წოდება დაიმსახურა.

2018 წელს კი ნირმალ პურჯას „სამოქალაქო ღირსების“ ორდენი თავად დედოფალმა ელისაბედ მეორემ გადასცა.

საინტერესოა, რომ ნეპალელები დიდი ბრიტანეთის არმიაში 200 წელზე მეტია მსახურობენ და ორსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელების ერთერთი საუკეთესო მაგალითი, სწორედ ნირმალ პურჯა გახლავთ.

დღემდე რეკორდსმენი პოლონელი მთამსვლელი ეჟი კუკუჩკა იყო, რომელმაც მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალი 7 წელსა და 11 თვეში დალაშქრა.

წყარო: 1tv.ge

Please follow and like us: