საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

საპატრიარქოში შესვლამდე მღვდელთმთავრებს კონკრეტული კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება, მიიღონ წმინდა სინოდის შეკრებაზე. თუმცა, წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა დაადასტურა, რომ სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებზე.

ასევე, მღვდელთმთავრები არ გამორიცხავენ, რომ მსჯელობა გაიმართოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხზე.

Please follow and like us: