სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეტრო “ავლაბართან” მდებარე ხორცის დამამზადებელ საწარმოში დარღვევები გამოავლინეს.
როგორც „თბილისი თაიმსს“ სააგენტოდან აცნობეს, ანტისანიტარიის გარდა დარღვეული იყო ხორცის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; ხორცის ნაწილს არ ჰქონდა ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2, რაც იმის დასტურია, რომ სასაკლაოს გვერდის ავლით არის მოპოვებული და, შესაბამისად,საეჭვოა მისი წარმომავლობა.
აღნიშნული ობიექტიდან ხდებოდა ხორცის მიწოდება სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, საბავშვო ბაღებში.
საწარმო დაჯარიმდა 1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.
22.10.13