19 საათი წინ
2017 წელი გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადდება
20 საათი წინ
“ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ჩვენს საერთო მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობა”
20 საათი წინ
„საკრებულო მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებაში არაძალადობის, ჰუმანიზმის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“
21 საათი წინ
ლადო პაპავა: “ქალაქს სჭირდება გაზგასამართი სადგურიც, სასაფლაოც, სახინკლეც, მაგრამ არა უნივერსიტეტის გვერდით”
22 საათი წინ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”: “დავით უსუფაშვილის წერილის International New York Times-ში გამოქვეყნებაში 75 ათას ევრომდეა გადახდილი”

”თბილისი თაიმსმა” მორიგი ბლიც გამოკითხვა ამჯერად წიგნის მარაზიათა ქსელში ჩაატარა, ჩვენ დავინტერესდით თუ რომელი წიგნები იყიდება ყველაზე მეტად, რა განსსაზღვრავს მათ პოპულარობას და რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოში წიგნის ბაზარი.

გამოიკითხა საქართველოს ბაზარზე არსებული 9 წიგნის მაღაზია ესენია: „ბიბლუსი“, „პარნასი“, „ლიბრა“, „წიგნის სახლი ბახტრიონზე“, „ბუქსითი“, „ბუქსთორი“, „ლიგამუსი“, „წიგნის სახლი“  და „ბუკინისტური წიგნის სახლი“.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ყველაზე გაყიდვად წიგნად ასახელებს – დათო ტურაშვილის ”ტყეების მეფეს” და გოგი გვახარიას -  ”ცრემლიან სათვალეს”.

ასევე გამოკითხვამ აჩვენა, რომ საბავშვო ლიტერატურიდან აქტუალურობას დღესაც არ კარგავს -  „ტომ სოიერი“ და „პეპი გრძელი“ წინდა.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიათა უმრავლესობა მათ მთავარ კონკურენტად „ბიბლუსს“ მიიჩნევს.

1380172_647027485329852_1739827846_nწიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსში აცხადებენ, რომ მაღაზიათა ქსელში ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: ბიბლია, დათო ტურაშვილის – ”ჯინსების თაობა” და ნიკო გომელაურის – ”ოცნებები ცნებებივით ირღვევიან”.  საბავშვო ლიტერატურიდან კი ყველაზე მოთხოვნადი წიგნებია: ”ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი”,  3D ”ვეფხისტყაოსანი” და ”მოსწავლის პირველი ენციკლოპედია”,  ამ ეტაპზე წიგნებზე ფასების ზრდა არ შეინიშნება, აღნიშნავენ მაღაზიათა ქსელში. მათივე განმარტებით,  საქართველოს მასშტაბით 42 ფილიალით არიან წარმოდგენილები, შესაბამისად ყველაზე დიდ ქსელად  ”ბიბლუსი” აღიქმება და ამიტომ დიდ კონკურენციას უწევენ სხვა წიგნის მაღაზიებს, თუმცა  აცხადებენ, რომ მუდმივად ადევნებენ თვალყურს თითოეული წიგნის მაღზიის სიახლეებს.  ადმინისტრაციაში თუ რა წილს ფლობს წიგნის ბაზარზე „ბიბლუსი“ კონკრეტული ციფრი ვერ დასახელდა.

მაღაზია პარნასში აცხადებენ, რომ ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: გოგი გვახარიას „ცრემლიანი სათვალე“, დავით ტურაშვილის „ტყეების მეფე“  და ფრენსის სკოტ ფიჯერალდის „დიდი გეტსბი“. მათი განცხადებით ამ წიგნების რეიტინგულობას განაპირობებს ავტორის პოპულარობა, განხილული თემის აქტუალურობა და რეკლამა. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, როგორც აღმოჩნდა, მშობლები თავიანთი პატარებისთვის  ხშირ შემთხვევაში ეგზიუპერის პატარა პრინცს ყიდულობენ. წიგნის ფასების ზრდა  წინა თვეებთან შედარებით არ შეინიშნება. მაღაზიაში აცხადებენ, რომ  წიგნის ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია, თითოეული წიგნის მაღაზია შეიძლება ჩაითვალოს მათ კონკურენტად თუმცა მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მაინც მთავარი კონკურენტია. როგორც პარნასში აცხადებენ, ქვს სულ 2 ფილიალი და ამიტომ მათი განმარტებით პარნასის წილი წიგნის ბაზარზე არც ისე დიდია.

წიგნის მაღაზია ლიბრაში აცხადებენ, რომ მაღაზიაში ყველაზე მეტად იყიდება დათო ტურაშვილის – ”ჯინსების თაობა”, სიუზენ კოლინზის – ”შიმშილის თამაშები”, სტიგ ლარსონის – ”გოგონა დრაკონის ტატუთი”, რომლის რეიტინგი დაეცა წინა თვეებთან შედარებით მაგრამ მაინც ერთ-ერთ გაყიდვად წიგნად ითვლება. მათი განცხადებით, ყველაზე მეტად იყიდება ახალგამოცემული წიგნები. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, აქ ერთპიროვნული ლიდერია ასტრიდ ლინდგრენი, რომლის წიგნები ”პეპი გრძელი წინდა” და ”სახურავის ბინადარი კარლსონი” აქტუალურობას არ კარგავს. ლიბრაში ასევე აღნიშნავენ, რომ ფასები სტაბილურია და წინა თვეებთან შედარებით ცვლილებები არ შეინიშნება. კონკურენცია კი ძალიან მაღალია და მთავარ კონკურენტად „ბიბლუსს“ ასახელებენ, რომელსაც თითქმის ყველა ქალაქში აქვს ფილიალი, რაც მას წიგნის ბაზარზე ლიდერის პოზიციას წლებია უნარჩუნებს. ლიბრაში არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა წილი უჭირავთ საქართველოს წიგნის ბაზარზე.

წიგნის სახლი ბახტრიონზე აცხადებე, რომ ყველაზე მოთხოვნადი სამეულია: დათო ტურაშვილის  – ”ტყეების მეფე”, გოგი გვახარიას  – ”ცრემლიანი სათვალე” და სიუზენ კოლინზის – ”შიმშილის თამაშები”, წიგნების აქტუალურობას კი მათი განმარტებით განსაზღვრავს რეკლამა და ავტორის პოპულარობა. საბავშვო ლიტერატურიდან ყველაზე მეტად ასტრიდ ლინდგრენის წიგნები იყიდება. ფასების ზრდა წინა თვეებთან შედარებით არ შეინიშნება, მათი განცხადებით, ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია და მთავარ კონკურენტად „ბიბლუსი“ დასახელდა.

მაღაზია ბუქსითიშიც  ყველაზე გაყიდვადი სამეული ასე გამოიყურება:  გოგი გვახარიას – ”ცრემლიანი სათვალე”,  სიუზენ კოლინზის  – ”შიმშილის თამაშები” და დათო ტურაშვილის – ”ტყეების მეფე”. აღნიშნული წიგნების რეიტინგულობას მაღაზიაში იმით ხსნიან, რომ ავტორი და თემატიკა ძალიან აქტუალურია. საბავშვო ლიტერატურიდან კი ყველაზე მეტად იყიდება საბავშვო ადაპტირებული ”ვეფხისტყაოსანი”. ბუქსითიში ფასები სტაბილურია, მათი განცხადებით ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია და აქაც მთავარ კონკურენტად „ბიბლუსი“ დასახელდა, მაღაძიაში ყველაზე დიდ კონკურენტად სევ და ისევ ბიბლუსს ასახელებენ. ბუქსითი ბაზარზე ძალიან ცოტა წილს ფლობს რადგანაც მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, განმარტავენ მაღაზიაში.

ბუქსთორიში  გაყიდვადი წიგნების ერთპიროვნული ლიდერი – მარკესის მარტოობის 100 წელიწადია, ასევე მოთხოვნადია და იყიდება ხელოვნების ისტორია. მშობლები თავიანთი შვილებისთვის კი ძირითადად შემეცნებითი სახის ლიტერატურას ყიდულობენ, მათი განმარტებით, წიგნების რეიტინგულობას განსაზღვრავს რეკლამა და ავტორის პოპულარულობა. ბუქსთორიში აცხადებენ,  რომ ფასები წინა თვეებთან შდარებით ძალიან გაიზარდა მკითხველმა კი იკლო. მათივე განმარტებით ბაზარი ძალიან კონკურენტულია და მთავარ კონკურენტად მათ ”პროსპეროს წიგნები” დაასახელეს. მაღაზიში აცხადებენ, რომ წიგნის ბაზარზე დაახლოებით 5-7-ს ფლობენ.

წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ყველაზე მოთხოვნადი არის ილიაუნის გამომცემლობის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები, რადგან ეს საუნივერსიტეტო მაღაზიაა და ძირითადი მომხმარებლები ილიაუნის სტუდენტები და ლექტორები არიან, ამიტომ ძირითადად იყიდება სამეცნიერო ლიტერატურა. მაღაზიაში ზუსტად ვერ ასახელებენ თუ რომელი წიგნია ყველაზე მოთხოვნადი რადგან ლიგამუსი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ადგილზე წაიკითხონ წიგნები. მათივე განმარტებით, მაღაზია მოგებაზე ორიენტირებული არ არის და გათვლილია ახალგაზრდებსი წიგნის პოპულარიზაციაზე. ლიგამუსში აცხადებენ, რომ  ერთადერთი საუნივერსიტეტო წიგნის მაღაზას წარმოადგენენ საქართველოს ბაზარზე და ამიტომაც მათ კონკურენტი არ ჰყავთ.

წიგნის სახლშიც  ყველაზე გაყიდვადი წიგნებია: გოგი გვახარიას – ”ცრემლიანი სათვალე”  სიუზენ კოლინზის  – ”შიმშილის თამაშები” და დათო ტურაშვილის – ”ტყეების მეფე”. მათ რეიტინგულობას კი მაღაზიის ადმინისტრაციის განცხადებით რეკლამა განსაზღვრავს. საბავშვო ლიტერატურიდან კი ყველაზე მოთხოვნადია ასტრიდ ლინდგრენის – ”პეპი გრძელი წინდა“. ფასების ძირეული ცვლილება არ შეინიშნება, ბაზარი ძალიან კონკურენტულია და მთავარი კონკურენტი არის ბიბლუსი აღნიშნავენ წიგნის სახლში.  მაღაზიაში არ ფლობენ ინფორმაციას თუ, რა წილი უჭირავს მათ ქსელს საქართველოს წიგნის ბაზარზე.

ბუკინისტურ წიგნის სახლის დირექტორი აცხადებს, რომ ყველაზე გაყიდვადი წიგნია რემარკის – ” სამი მეგობარი”, ”ტრიუმფალური თაღი” და დოსტოევსკის – ”იდიოტი”.  რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას მარკ ტვენის  – ”ტომ სოიერი” აბსოლიტური ლიდერია გაყიდვებში. ფასების ზრდა არ შეინიშნება ხოლო ზოგადად წიგნის გაყიდვა ძალიან შემცირებულია, მკითხველმა იკლო ბაზარი კი ძალიან კონკურენტულია, აცხადებს ხელძღვანელი. მათივე განმარტებით, გაყიდვების ჩავარდნა ძირითადად მაშინ ხდება როდესაც სხვა მაღაზიები ფასდაკლებებს აცხადებენ. მაღაზიათა ქსელის ცნობით,  საქართველოს წიგნის ბაზარზე მათ დაახლოებით 10-15%-იანი წილი უკავით.

22.10.13

ნინა პირტახია

Facebook _ის კომენტარები

პირველი კომენტარი

  1. ნინო says:

    გააჩნია, ვინ რაში მიიჩნევს “ბიბლუსს” კონკურენტად. “ბიბლუსი” სხვა მაღაზიების კონკურენტი ძირითადად ქსელის სიმრავლით არის. როდესაც კონკურენციაზე საუბრობთ, პირველ რიგში გასათვალისწინებელია წიგნების არჩევანი მაღაზიებში და მომსახურების დონე. ჩემი აზრით არც კვლეაა სწორად ჩატარებული და არც სტატიაა კარგად დაწერილი!

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

ttimes ადმინისტრაცია

გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი

×