საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება.

2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში შვიდი სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიანიჭა.

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას 2018 წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.

Please follow and like us: