2 ნოემბერს 14:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სამხედრო გამოფენა გაიმართება, რომელიც საქართველო პირველი რესპუბლიკის (1918-21) მებრძოლებსა და უახლეს სამხედრო ისტორიას მიეძღვნება. გამოფენა სწორედ იმ შენობაში გაიმართება, რომელშიც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და სადაც განთავსებული იყო პირველი გენშტაბი.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ბელქანიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა,გამოფენა გულისხმობს სამხედრო მუზეუმის შექმნის განცხადებას და გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ის სამხედრო მნიშვნელობის ნივთები, რომლებიც ასოცირდება სქართველოს პირველ რესპუბლიკასა და უახლეს ისტორიასთან.

„დავიწყებ იმით, რომ ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა ტიპის მუზეუმია და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამუზეუმო კულტურა ჩვენს ქვეყანას მთელ კავკასიაში სამაგალითო ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, არ არის ერთი მნიშვნელოვანი სამუზეუმო სეგმენტი, ეს არის ქართველთა საბრძოლო ხელოვნებისა და ბრძოლის კულტურის მუზეუმი. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი სამხედრო ისტორიით, მაგრამ უახლეს ისტორიას კარგად არ ვიცნობთ. ჩვენ არ ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველო-სომხეთის ომში, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში ან თუნდაც ვინ  იყვნენ ის პირები, რომლებიც პირველ რესპუბლიკის სამხედრო შტაბის შემადგენლობაში იყვნენ. ამ გამოფენის მიზანია საფუძველი ჩაეყაროს სამხედრო მუზეუმის შექმნას- ამიტომ ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას.

ალბათ, სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ მსგავსი იდეა, რადგან 21-ე საუკუნეში რთულია ისეთი რამ მოიფიქრო, რაც აქამდე აზრად არავის არ მოსვლია. მე ეს იდეა 8 წლის წინ გამიჩნდა, თბილისში კი არის სამხედრო ლეგიონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაა და მე დავუკავშირდი მათ ხელძღვანელს პაატა გიგაურს. ზუსტად 8 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით და ამ იდეას ფრთები შევასხით და მოგვეცა იმის საშუალება, რომ ეს იდეა განვახორციელოთ.

გამოფენაზე ვეპატიჟებით იმ ხალხს, ვისაც აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი ქვეყნისთვის თავგანწირული ხალხის ვინაობა, პირველი რესპუბლიკის ჯარისადასახალხოგვარდიისარტეფაქტები, იარაღი დ ადროშები.“

ქალბატონი თამარ ბელქანიას თქმით, მუზეუმი მოაწყობს პერიოდულ გამოფენებს, აქტიურად დაიწყება იმ ნივთების შეგროვება, რომლებიც მუზეუმს გაამდიდრებს შემდგომ კი შეიქმნება ონლაინ სივრცე, სადაც მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

ავტორი: თორნიკე ჭიტაძე

Please follow and like us: