„ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველას ლექსი მახსენდება – „არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ ყორნებს ეომებოდა“, – ასე შეაფასა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის მიერ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება.

დეკანოზის განმარტებით, მათი მიზანი, ვინც პატრიარქს თავს ესხმის, ქართული ეკლესიის ბოლომდე მოსპობაა.

„უნდათ რომ პატრიარქი გაანადგურონ, მაგრამ მათ ერთი რაღაც ავიწყდებათ – პატრიარქის უკან ღმერთი დგას და მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი დღეს არის ფიზიკურად წელში მოხრილი ჩვენი ცოდვებითა და სიმძიმით, მის უკან დგას ღმერთი და ღმერთი ამას არ დაუშვებს, ჩვენი წმინდანები ამას არ დაუშვებენ, რომ ჩვენი ეკლესია ასე განადგურდეს. მათი მიზანია, რომ საქართველოს ეკლესია ბოლომდე მოისპოს. პატრიარქს ჰყავს 40 ათასი ნათლული დღევანდელი დღის ჩათვლით და ამ მომავალ თაობას რას ეუბნება პეტრე ცაავა? ჩვენს ქვეყანას ეუბნება, რომ ის, ვინც 40 წელი გმართავდათ, ეს ყველაფერი იყო მითი. წარმოიდგინეთ ადამიანი რას გვეუბნება უბრალოდ? მეუფე პეტრემ მთელს ერს მიაყენა ამით შეურაცხყოფა. მთელ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა. მარტო ილია მეორეს კი არ მიაყენა, მთელ ერს მოგვაყენა შეურაცხყოფა. ქართველმა ერმა ერთხელ უკვე მოვკალით ილია ჭავჭავაძე და ნუღა ვკლავთ მეორე ილიას. ნუღა მოვკლავთ მეორე ილიას!“- განაცხადა დეკანოზმა.

Please follow and like us: