„მე ვემორჩილები თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას“, – განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ის ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს.

„როგორც მითხრეს, ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენიმე დღე დასჭირდება ამ აღწერას, ინვენტარიზაციას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდეს, კი ბატონო ვეთანხმები. ამით უბრალოდ მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა ეპარქიაში, მრეველს არ დარჩენოდა იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში წასვლის ნებართვას ითხოვდა. ამასთან, პატრიარქის შესაბამისი ბრძანებით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.

Please follow and like us: