დავით ჯინჭარაძე 2018 წელს ნიუ-იორკის აბუ- დაბის  უნივერსიტეტში ჩაირიცხა.  უნივერსიტეტს მსოფლიო მასშტაბით 11 აკადემური ცენტრი, 25-მდე მოკავშირე ქვეყანა და ათობით კამპუსი აქვს. მისი წარმატება ერთი წლით ადრე,  Flex- ის გაცვლითი პროგრამით  დაიწყო, საიდანაც ის  ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდა. „ მანამდე საზღვარგარეთ არასდროს ვყოფილვარ. ეს იყო უდიდესი გამოწვევა, რადგან მივდიოდი ოკეანის მეორე მხარეს,  სადაც ჩემს ქვეყანასთან არაფერი მაკავშირებდა. ძალიან ცოტამ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ. პიროვნულად ორიენტირებული ვიყავი დამემტკიცებინა ჩემი ეროვნული იდენტობა. ვცდილობდი მაქსიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა სხვებისთვის, თუ რამხელა კულტურის მატარებელია ჩემი სამშობლო.”

როგორც ამბობს,  განავითარა თავისუფალი აზროვნების უნარები. ის ხშირად საუბრობს სწავლის მეთოდების სხვაობაზე.

„ჩვენი განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების სისტემისაგან. მთავარი განსხვავება ამერიკულ და ქართულ სკოლებს შორის საგნების სწავლების მეთოდია.ამერიკაშიცარის აუცილებელი კურსები – მათემატიკა, ისტორია და ინგლისური. თუმცა, მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს თავის ცხრილს. იქ ისწავლება ისეთი მრავალფეროვანი დარგები როგორიცაა მეხანძრეობა, კრიმინალური დანაშაულის გამოძიება..   თუკი მოსწავლე გეგმავს გახდეს მეცნიერი, მისთვის ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო დონის ბიოლოგია, პრაქტიკული მათემატიკა და გაძლიერებული ქიმია.”

უკან დაბრუნების შემდეგ, დავითისთვის რთული აღსაქმელი იყო ქართული რეალობა –
„უნდა აღინიშნოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთპატივისცემა.ამერიკული განათლება თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული. ეს მოსწავლეთა გახსნილობასაც განაპირობებს. აქ გაკვეთილზე მუშაობის დროს მუსიკის მოსმენა დარღვევად არ ითვლება.”

როგორც სტუდენტი ამბობს, ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე იცოდა, რომ ქართული უნივერსიტეტები მოლოდინებს არ გაუმართლებდა. მან გააგზავნა განაცხადი მსოფლიო დონის უნივერსიტეტებში და მალევე დადებითი პასუხი მიიღო რამდენიმე მათგანისგან. საბოლოო არჩევანი ნიუ – იორკის აბუ-დაბის უნივერსიტეტზე(NYUAD) შეაჩერა. დავითმა სრული სასწავლო გრანტი მიიღო, რაც მოიცავს სწავლის, ცხოვრების,სასწავლო საჭიროებებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.„მილიარდობით დოლარი იხარჯება, სტუდენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლისა და განვითარებისთვის. ლექტორები და სტუდენტები, თანაბარ პირობებში ცხოვრობენ კამპუსში. ძალიან მცირე შანსია, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე. ათი ათასი აპლიკანტიდან 150 შეგვარჩიეს მსოფლიოდან,“.

გაერთიანებულ საამიროებში გაფრენამდე დავითი ემზადებოდა მკაცრ გარემოსთან ასიმილაციისთვის. მისი მოლოდინით, მინიმუმ ტანსაცმელზე მაინც ექნებოდა შეზღუდვა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. „მიუხედავად იმისა, რომ  ემირატები ახლო აღმოსავლეთშია, ყველაფერი არის მორგებული დასავლურ პირობებზე. საინტერესო ისაა,რომ აქ შეხვდებით მრავალი ეროვნების ადამიანს განხვავებული ფასეულობებით, მსოფლმხედველობით.“

სწავლასთან დაკავშირებით მისი მოლოდინები გამართლდა. ეს არის ლიბერალური განათლების მიქსი პროფესიონალიზმთან. ამ ეტაპზე ის სწავლობს ნეიროფსიქოლოგიასა და ტვინს. მის უნივერსიტეტში  სწავლასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების შეძენაცაა შესაძლებელი. დავითი  ბიოლოგიის ლაბორატორიაში მოხალისეობს,   სადაც თაგვებში სტრესის წარმოშობის გზებს იკვლევს.

მიმდინარე წელი დავითისთვის კიდევ ერთი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ის ჩაირიცხა ნიუ- იორკის უნივერსიტეტში, ამჯერად იტალიაში. „შემდეგ სემესტრს იტალიაში ვატარებ. უნივერსიტეტი გვაძლევს უცხოეთში უფასოდ სწავლის საშუალებას, რათა უცხო ქვეყნის კულტურას გავეცნოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ადგილობრივები. ყველამ მითხრა, სადაც მარტივად ვერ მოხვდები, იქ უნდა წახვიდეო. შემეძლო, ბუენოს აირესში ან სიდნეიში წასვლა.მაგრამ, ასე გადავწყვიტე, ვამჯობინე იტალია. ვფიქრობ,იქ უნდა გამოსცადო ცხოვრება, სადაც თვლი, რომ მოერგები.“

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის მანძილზე დავითმა უამრავი უცხოელი მეგობარი გაიჩინა და შეისწავლიდა მათ ფასეულობებს, რთული იყო კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის არიდებაც. „ XXI საუკუნეში გვიწევს, სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ვიპოვოთ საერთო ენა. გავუზიაროთ აზრები და იდეები ერთმანეთს. შეუძლებელია სადღაც გაუგებრობა არ მოხდეს. სწორედ ამ კამათებმა მასწავლა, რომ არსებობს რაღაცები, რაც ჩემი ღირებულებების ნაწილია. თუ ეს ღირებულებები დრო და დრო იცვლება, მაშინ ის აზრი ყოფილა. საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20 % ოკუპირებულია მის მიერ.
საერთაშორისო გარემოში ხშირად მქონია შემთხვევა, როცა მიმტკიცებდნენ, რომ კონფლიქტი ორივე ქვეყნის ბრალი იყო.ყველა კონფლიქტს არ აქვს ორი მხარე!მე არაერთხელ მითქვამს, ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია მაქვს — რუსეთი ოკუპანტია, და ეს გუშინ კი არა, ორი საუკუნის წინ დაიწყო.“

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Please follow and like us: