1 დღის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
1 კვირის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

მუსიკალური პროექტი Nostalgie – გია ყანჩელს მიეძღვნება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს, 4 ნოემბერს ქართველი კომპოზიტორის ენრი ლოლაშვილის რჩეული კომპოზიციები და კინომუსიკა რუსთაველის თეატრში დიდი მაესტროს, გია ყანჩელის სურვილითა და ინიციატივით შესრულდება.

„ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“ უკავშირდება. ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. მუსიკა განსაკუთრებულად აღინიშნა და ქართველი კომპოზიტორი 1987 წლიდან საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს.

ნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.

ენრი ლოლაშვილს ეკუთვნის მუსიკა ქართული და უცხოური ფილმებისთვის: მიხეილ ჭიაურელის „ჭიდაობას რა უნდა“, „რასპუტინი“ ჟერარ დეპარდიეს მონაწილეობით, პოპულარული სერიალი „ლიკვიდაცია“, „ძმები კარამაზოვები“, ფრანგული ფილმი „აღსარება უცნობთან“, გრიგორ ჩხარტიშვილის „სახელმწიფო მდივანი“ და სხვა,”-აცხადებენ Nostalgie-ის ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოებების პარალელურად ნაჩვენები იქნება ეპიზოდები კინოფილმებიდან.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. სცენარისტი და რეჟისორია – თეონა ჯორბენაძე; მონაწილეობენ: ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, ოთო ნემსაძე, პაპუნა შარიქაძე, დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან კემულარია, წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ხელმძღვანელი: სვიმონ ჯანგულაშვილი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ხელმძღვანელი: ზვიად ბოლქვაძე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი – პაატა ცეცხლაძე.

Please follow and like us: