წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნან. მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა. სისტემა კი იგივე დარჩება – ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით სავსე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ განათლების სისტემა ქმნის ან ვერ ქმნის იმ სივრცეს, საიდანაც ხვალინდელი საქართველოს შემოქმედები გამოდიან.

„ოდნავ თუ დავფიქრდებით, ამაზე უფრო სტრატეგიული მაღალი პოსტი ცოტა არსებობს ხელისუფლებაში: განათლების სისტემა ქმნის ან ვერ ქმნის იმ სივრცეს, საიდანაც ხვალინდელი საქართველოს შემოქმედები გამოდიან. განათლების სისტემა განსაზღვრავს, როგორები იქნებიან ხვალინდელი მოქალაქეები და ხელისუფალნი: ან თავისუფლები, განათლებულები, კრიტიკული აზროვნების უნარებით აღჭურვილები, კაცთმოყვარე და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, თუ უცოდინრები, ჩაგვრის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გამოვლილები და შესაბამისად – გაბოროტებულები ან მორალურად გატეხილები, მერიტოკრატიის მოძულენი, პროტექციების მაძებარნი, და ა.შ. და ა.შ. ზოგი კი ამ სისტემას ფიზიკურადაც შეეწირება!

როცა წარსულის და წასვლის მიზეზების შეფასება არ ხდება, პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Please follow and like us: