2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

მიწის რეგისტრაციის პრობლემის მოგვარება უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და მიწას ფლობენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიწის რეგისტრაციის მოგვარება ეკონომიკისთვისაც „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

„ჩვენ დღეს მიწის რეგისტრაციის საკითხს განვიხილავთ. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით რეგიონებში, სოფლებში ვიზიტების დროს, რომელსაც ახორციელებდნენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე პარლამენტის დეპუტატები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ მიწის რეგისტრაცია.

შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა საკითხი და დღეს, ჩვენ განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების თაობაზე საკითხს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ამ პრობლების სრულად მოგვარებას. ეს ერთის მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ სოფლად მიწას. მეორე მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რამეთუ მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. ჩატარებული სამუშაოს და განხილვების შედეგად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების პირობებში, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ამ საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Please follow and like us: