3 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
20 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
24 საათის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლაზე უარის თქმის 21975 ფაქტი დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში წელს ირანის 9272 და ინდოეთის 4238 მოქალაქე არ შემოუშვეს.

ხუთეულში ასევე შედიან აზერბაიჯანი (1607), თურქეთი (1231) და რუსეთი (949). ასევე, ქვეყანაში არ შემოუშვეს სომხეთის 507, თურქმენეთის 430, პაკისტანის 392, უზბეკეთის 386, ეგვიპტეს 288, ერაყის 234, ყაზახეთის 206, ყირგიზეთის 168, სირიის 165, იემენის 152, ფილიპინების 136, ჩინეთის 125, მოლდოვის 121, ავღანეთის 110, იორდანიისა და შრი-ლანკის 105-105 მოქალაქე. სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაჩვენებელი 100-ზე ნაკლებია.

წინა წელთან შედარებით, საქართველოში მოქალაქეთა შემოსვლაზე უარის ფაქტები გაზრდილია. 2018 წელს ქვეყანაში ჯამში 16 025 მოქალაქე არ შემოუშვეს. შარშანდელ სტატისტიკაშიც ირანი (3226) და ინდოეთი (2254) ლიდერობენ.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტის შემდეგ შსს აღნიშნულ მონაცემებს ყოველთვიურ სტატისტიკაში აღარ აქვეყნებს. ახალი მონაცემები კი,  უწყებამ დეპუტატ სერგი კაპანაძეს, სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ მიაწოდა.

Please follow and like us: