პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრამდე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, პირველი რეგისტრაციის დროს 138 დეპუტატი იყო დარბაზში, მეორე რეგისტრაციაზე კი 139, ხოლო საბოლოოდ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს:

  1. ენზელ მკოიანი
  2. კახაბერ ოქრიაშვილი
  3. დიმიტრი ხუნდაძე

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს

  1. ირაკლი აბუსერიძე
  2. ბერაია ირაკლი
  3. ანზორ ბოლქვაძე
  4. გოგა გულორდავა
  5. გოჩა ენუქიძე
  6. მურმან ვახტანგაძე
  7. ცოტნე ზურაბიანი
  8. ედიშერ თოლორაია
  9. შალვა კიკნაველიძე
  10. კობა კობალაძე
  11. კარლო კოპალიანი
  12. გიორგი კოპაძე
  13. კობა ლურსმანაშვილი
  14. იოსებ მაკრახიძე
  15. სამველ მანუკიანი
  16. გურამ მაჭარაშვილი
  17. სულხან მახათაძე
  18. ირაკლი მეზურნიშვილი
  19. გოგი მეშველიანი
  20. სავალან მირზოევი
  21. რომან მუჩიაშვილი
  22. დიმიტრი მხეიძე
  23. პაატა მხეიძე
  24. თამაზ ნავერიანი
  25. რუსლან პოღოსიანი
  26. დავით სონღულაშვილი
  27. მერაბ ქვარაია
  28. მიხეილ ყაველაშვილი
  29. ირაკლი შიოლაშვილი
  30. გოდერძი ჩანქსელიანი
  31. ოთარ ჩრდილელი
  32. ნინო წილოსანი
  33. შოთა ხაბარელი
  34. ლერი ხაბელოვი
  35. ირაკლი ხახუბია
  36. თენგიზ ხუბულური
  37. ვიქტორ ჯაფარიძე

სხდომას არ ესწრებოდნენ: 

  1. ბეგაძე გიორგი
  2. გოცირიძე ელგუჯა
  3. თოთლაძე გიორგი
  4. კილაძე სოფო
  5. კუდბა სვეტლანა
  6. სამხარაული გელა
  7. ფრუიძე ირინე

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

Please follow and like us: