ევროპის მიკრო სახელმწიფოებიდან სან-მარინოში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 50,3%-მა გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო 49,7%-მა კი უარი, რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 20% შეადგინა, ეს კი საკმარისი არ არის გადაწყვეტილების მისაღებად. ამგვარად, მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა ჩაუვარდა.
სან მარინო 1991 წლიდან საბაჟო გაერთიანების წევრია და ოფიციალური ფულის ერთეულად ევროს იყენებს.
23.10.13