განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე, დასკვნითი ეტაპი იწყება.

პენსიონერ პედაგოგებს, რომელთაც სტატუსი არ აუმაღლებიათ, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წლის ბოლომდე, მეორედ აქვთ ორი წლის ჯამური ანაზღაურების სახით ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა. ამასთან, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

„ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით მასწავლებლების რეგისტრაცია 2019 წლის 14 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გაცემა კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. ამით, რეფორმის ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემას გულისხმობს, სრულდება. თუმცა პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგების მიმართულებით რეფორმა გრძელდება, რაც გულისხმობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და მათი პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Please follow and like us: