მე იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს, მოვუწოდებ, ხვალ, ზეგ, მაზეგ, იდგნენ აქ. იდგნენ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, რადგან სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცადა.

მარგველაშვილის თქმით, „ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი“.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი თავის მეგობარ პრეზიდენტებსაც მიმართავს, რომ „ამ პროცესებზე გავლენა მოახდინონ“.

„მე განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, გამოიყენეთ თქვენი უნარი და კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

Please follow and like us: