სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა დღეს, 13 ნოემბერს გაიხსნა.

გამოფენის სახელწოდებაა „კერამიკის მუზეუმი“.

იქ გამოფენილი ექსპოზიციები ერთგვარი აქციაა მხატვრების მხრიდან, რომლითაც კერამიკის მუზეუმის აუცილებლობაზე საუბრობენ.

პროექტის მიზანია, დამთვალიერებელს გააცნოს კერამიკული ხელობა და ხელოვნება, ასევე, სამუზეუმო სივრცეში წარმოადგინოს კერამიკული მუზეუმის პროტოტიპის იდეა.

კერამიკის მუზეუმის შექმნის იდეის ირგვლივ რვა მხატვარი გაერთიანდა. ისინი მოგვითხრობენ პროფესიასთან თავიანთი დამოკიდებულების, კერამიკის, მისი ისტორიის, მასალის თვისებებისა და შესაძლებლობების შესახებ. იმ ევოლუციასა თუ ტრანსფორმაციაზე, რომელიც  კერამიკულმა ხელოვნებამ განიცადა. გამოფენა არის ის მედიუმი, რომლის საშუალებითაც თქვენ ნახავთ, თუ რა გავლენა იქონია თოთოეულმა ავტორმა ამ ცვლილებებზე.

გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი შუა საუკუნეების კერამიკული ნაკეთობები და კერამიკოსის, ალდე კაკაბაძის ნამუშევარი “მარანი – საქართველო”.

პროექტის ავტორი და გამოფენის კურატორია – ლალი ქუთათელაძე.

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

გამოფენა  9 დეკემბრამდე გასტანს.

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

Please follow and like us: