2019 წლის 7 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თამამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მის ნაცვლად მინისტრის პოსტზე ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით დანიშნეს. იგი დაბრუნებამდე განათლების საკითხებში გიორგი გახარიას მრჩეველი გახლდათ მანამდე კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის პოსტზე მუშაობდა. მიხეილ ჩხენკელი მინისტრის პოსტზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და მინისტრებიდან ყველაზე მალე, 8 თვეში პოსტი დაატოვებინეს.
მიხეილ ჩხენკელის მინისტრობა მოკლე აღმოჩნდა. მისი მინისტრობის დროს ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა, რამაც საქართველოს სკოლებში ბულინგისა და ძალადობის პრობლემები გამოააშკარავა. პრობლემის მოსაგვარებლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადაწყვიტა მანდატურის სამსახურისთვის ფუნქციონერება შეეცვალა და ახალი რეფორმა განეხორციელებინა. რეფორმამ 2017 წელს კრიტიკის მთავარ ობიექტად იქცა. ექსპერტების შეფასებით მანდატურების რეფორმა სკოლებში საპოლიციო სისტემის დაბრუნების ტოლფასი იქნებოდა. როგორც ცნობილია, სკოლებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამინისტროს მჭიდროდ უნდა ეთანამშრომლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რისთვისაც სამინისტროთა შორის სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.

ჩხენკელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრესასთან საუბრისას თქვა, რომ ახალ მინისტრს 3 ძირითად პრობლემაზე სამუშაო ადგილებზე, განათლებასა და უსაფრთხოებაზე მოუწევს ზრუნვა.

სპეციალისტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია The Tbilisi Times-თან საუბრისას ამბობს, რომ განათლების მინისტრები იმდენად მცირე ხნით იკავებენ პოსტებს, რომ რთულია დროის ამ მონაკვეთში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების მოსწრება.

„როგორც წესი, არჩევნების წინ ინიშნებიან უფრო პოპულისტი მინისტრები. არჩევნების გადაგორების შემდეგ, ცდილობენ, რომ დანიშნონ ისეთი მინისტრები, ვისაც ლაპარაკის გარდა, საქმის გაკეთებაც შეუძლიათ და ა.შ. და ა.შ. ეს არის ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მინისტრობა საქართველოში მაინცდამაინც მიმზიდველი თანამდებობა არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მათ ბევრი უაზრო და საანგარიშო დავალებების შესრულება უწევთ. კიდევ ერთი ანომალია ის არის, რომ ჩვენ თითქმის არასდროს ვიცით, როდესაც მინისტრი ტოვებს პოსტს, ეს ნამდვილად მისი პირადი გადაწყვეტილებაა თუ, ამ შემთხვევაში, ქვეყნის არაფორმალური მმართველის თუ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის. ახლა ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ, წესით, პოპულისტ მინისტრს უნდა ველოდოთ. არჩევნები მოგვადგა კარზე“.

ავტორი: თორნიკე ჭიტაძე

Please follow and like us: